რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა

2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.