საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა …
2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი. კონფერენციაზე განიხილეს უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები, ავტორიზაციისათვის უნივერსიტეტების მზადება, დისტანციური განათლების რეგულირება და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე და მათ დასაძლევად ორივე მხარემ კოორდინირებული თანამშრომლობისთვის …
2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის გადაწყვეტილებით, მეორე ვადით კონფერენციის თავმჯდომარედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, აირჩიეს.
თბილისში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა; სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობები; არსებული წარმატებული გამოცდილება ქართულ-უნგრული სასტიპენდიო …
2022 წლის 19 ივლისს ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების RURD პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების …
RURD კონფერენციაზე 10 რეგიონულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლის საერთაშორისო ჟურნალის- „სამართლის აქტუალური საკითხები“ ერთობლივად გამოცემის თაობაზე.
2022 წლის 2-4 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის მენეჯმენტის შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, …
2021 წლის ივლისში ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების RURD პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 3 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე …
2021 წლის 25 ნოემბერს რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა ონლაინ გაიმართა. შეხვედრაზე კონფერენციის თავჯდომარემ პროფ. გიორგი სოსიაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე „ადანიამური რესურსები საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში“. შეხვედრის შემდეგ აღნიშნული თემის ირგვლის გაიმართა დისკუსია.
2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.