
რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შეხვედრა
თბილისში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწებოდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნუნუ მიცკევიჩი.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა; სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობები; არსებული წარმატებული გამოცდილება ქართულ-უნგრული სასტიპენდიო პროგრამის Stipendium Hungaricum’’-ის შესახებ, რომელიც სტუდენტებს 600-ზე მეტ სასწავლო კურსს სთავაზობს სხვადასხვა ენასა და მიმართულებაზე.
რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, გამოთქვეს მზაობა, რომ, თავის მხრივ, აქტიურად ჩაერთვებიან სასტიპენდიო პროგრამებში და უზრუნველყოფენ სტუდენტთა დროულ ინფორმირებას მიმდინარე კონკურსების შესახებ.