თანაშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გაფორმდა თანაშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედ კონფერენციას შორის.

დოუმენტს ხელი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, შალვა კირთაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრის კურსდამთავრებულთა სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებას, რათა მათ უცხოეთში შეძენილი ცოდნა და ინოვაციური მიდგომები რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს გაუზიარონ.