რექტორთა კონფერენცია ქუთაისში

2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

კონფერენციაზე განიხილეს უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები, ავტორიზაციისათვის უნივერსიტეტების მზადება, დისტანციური განათლების რეგულირება და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე და მათ  დასაძლევად ორივე მხარემ კოორდინირებული თანამშრომლობისთვის  მზადყოფნა გამოთქვეს.