სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გაფორმდა თანაშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედ კონფერენციას შორის. დოუმენტს ხელი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენციის …
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა …
2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი. კონფერენციაზე განიხილეს უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები, ავტორიზაციისათვის უნივერსიტეტების მზადება, დისტანციური განათლების რეგულირება და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე და მათ დასაძლევად ორივე მხარემ კოორდინირებული თანამშრომლობისთვის …
2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის გადაწყვეტილებით, მეორე ვადით კონფერენციის თავმჯდომარედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, აირჩიეს.
თბილისში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა; სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობები; არსებული წარმატებული გამოცდილება ქართულ-უნგრული სასტიპენდიო …
2022 წლის 19 ივლისს ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების RURD პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების …
2022 წლის 18 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში RURD„ აპლიკანტ- კოორდინატორმა უმასპინძლა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული პროექტის მონაწილე თერთმეტი რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის …
2022 წლის 15-16 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) კონფერენციას უმასპინძლა.
RURD კონფერენციაზე 10 რეგიონულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლის საერთაშორისო ჟურნალის- „სამართლის აქტუალური საკითხები“ ერთობლივად გამოცემის თაობაზე.