შემაჯამებელი შეხვედრა

2022 წლის 18 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში RURD„ აპლიკანტ- კოორდინატორმა უმასპინძლა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული პროექტის მონაწილე თერთმეტი რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორები
ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქალაქის მერი და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები.
RURD პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში მოხდა რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია რეგიონისთვის
დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.