ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ზუგდიდში.

2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის  საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლება შეაჯამეს პროექტის პირველი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილელებები უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში დაუძნებული რექტორთ კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal