ტრეინინგი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან

ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივ დონეზე – ტრეინინგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის შესახებ ინფორმაცია. პროექტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. შესაბამისად რა როლი აქვს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტრატეგიაში რეგიონის სპეციფიკას. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ , თუ რა როლი აქვს უნივერსიტეტს რეგიონში. რა ძირითადი მახასიათებლები გააჩნია რეგიონს , როგორია რეგიონული კონკურენტუნარიანობის პირამიდული მოდელი, წარმატებული თანამშრომლობის განმსაზღვრელი ღირებულებები და სხვა ბევრი საკითხი .