ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან

2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მექანიზმები და ფორმები, სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობის ხარისხის ამაღლების სტრატეგიები. ტრენინგის დროს განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და ანალიზი. ტრენინგის ბოლოს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი აქტივობების ორგანიზებას და მხარდაჭერას რეგიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3403_1.pdf

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal