შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.

2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას.

http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3403_1.pdf

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal