ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ბათუმში.

2021 წლის 28-30 ივნისს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის  საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლეს.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტის წერმომადგენლებმა რექტორების ჩართულობით განიხილეს რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ხელშეკრულების საბოლოო ვერსია და შეაჯამეს პირველი სამუშაო პაკეტის აქტივობები და შედეგები.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal