RURD მონაწილე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ბათუმში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს

2021 წლის 29 ივნისს ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ბათუმში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, შეხვდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, დაათვალიერეს განახლებული შენობა და სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა.