ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა კაუნასში.

2022 წლის 14-16 მარტს ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის  შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილელებები უნივერსიტეტების LLL კურსების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586