ტრეინინგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივ დონეზე – ტრეინინგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
2021 წლის 27-28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთა გამართა შეხვედრები.
შეხვედრაზე ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის შესახებ ინფორმაცია. პროექტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. შესაბამისად რა როლი აქვს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტრატეგიაში რეგიონის სპეციფიკას. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ , თუ რა როლი აქვს უნივერსიტეტს რეგიონში. რა ძირითადი მახასიათებლები გააჩნია რეგიონს , როგორია რეგიონული კონკურენტუნარიანობის პირამიდული მოდელი, წარმატებული თანამშრომლობის განმსაზღვრელი ღირებულებები და სხვა ბევრი საკითხი .