მესამე ონლაინ ტრენინგი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში

2021 წლის 25 და 29-30 მარტს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში  (RURD)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) წარმომადგენლებმა ჩაატარეს მესამე ონლაინ ტრენინგი.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საერთაშრისო თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისია, ხედვა, სტრატეგიული გეგმის განვითარება, ინტერაქცია უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის.

ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული RURD პროექტის (კოორდინატორი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://rurd.atsu.edu.ge/
https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.