RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

2019 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის – რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში კოორდინატორი გახდა.

პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი),  გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია),  მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს ეროვნულ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

2020 წლის 17 თებერვალს ზემოთაღნიშნული RURD-ის პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული შეხვედრა პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონალური ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტტემა წამოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო SWOT ანალიზის  პრეზენტაცია.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *